თანხის დაბრუნების პოლიტიკა

დაბრუნების უფლება

მომხმარებელს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მიზეზის მითითების გარეშე თქვას უარი ონლაინ შეძენილ პროდუქტზე მისი ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის (გარდა გადამზიდავისა) მიერ პროდუქტის მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში.

დაბრუნების მოთხოვნის დასაფიქსირებლად მომხმარებელმა 14-დღიანი ვადის ამოწურვამდე უნდა დაგვიკავშირდეს ელფოსტაზე brandpointgeorgia@gmail.com და მოგვაწოდოს:

  • სახელი და გვარი;

  • შეკვეთის ნომერი და შეკვეთის თარიღი;

  • პროდუქტის მიღების თარიღი;

  • ინფორმაცია დასაბრუნებელი პროდუქტის შესახებ;

  • მკაფიო განცხადება, რომ სურს პროდუქტის დაბრუნება.

დაბრუნების მოთხოვნის მიღების შემდეგ მომხმარებელს მივაწვდით დაბრუნების ინსტრუქციას. პროდუქტი უნდა დაბრუნდეს მისამართზე: ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი №1, აპარტ მოლი, II სართული, დაბრუნების შესახებ შეტყობინების გამოგზავნიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა.

გთხოვთ, პროდუქტი დაბრუნების ინსტრუქციის მიღებამდე არ გამოგზავნოთ.

პროდუქტის მდგომარეობა

მომხმარებელს შეუძლია პროდუქტი შეამოწმოს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია მისი ბუნების, მახასიათებლებისა და ფუნქციონირების დასადგენად. მომხმარებელი პასუხისმგებელია პროდუქტის ღირებულების შემცირებაზე, თუ იგი პროდუქტს ამ ფარგლებს მიღმა იყენებდა.

პროდუქტი შეძლებისდაგვარად უნდა დაბრუნდეს მიღებული კომპლექტაციით, იარლიყებითა და შეფუთვით. შეფუთვის დაზიანება თავისთავად არ გამორიცხავს კანონით გათვალისწინებულ დაბრუნების უფლებას, თუმცა პროდუქტის გამოყენებით ან დაზიანებით გამოწვეულმა ღირებულების შემცირებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს დასაბრუნებელ თანხაზე.

Brand Point ყიდის მხოლოდ ახალ ტანსაცმელსა და აქსესუარებს. ცნობილი თავისებურებები მითითებულია პროდუქტის აღწერაში. ეს არ ზღუდავს მომხმარებლის კანონით მინიჭებულ უფლებებს პროდუქტის შეუსაბამობის ან დაუფიქსირებელი ნაკლის შემთხვევაში.

ჰიგიენური პროდუქცია და დაბრუნების გამონაკლისები

ჯანმრთელობისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის მიზნით, ჰერმეტულად დაცული საცვლები და სხვა ჰიგიენური პროდუქცია დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ მიწოდების შემდეგ დაირღვა მათი ჰერმეტული შეფუთვა ან დამცავი ლუქი. თუ ასეთი პროდუქტის ჰერმეტული შეფუთვა/ლუქი არ გახსნილა, მომხმარებლის კანონით გათვალისწინებული დაბრუნების უფლება ძალაში რჩება.

დაბრუნების უფლება შესაძლოა არ გავრცელდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებზეც, მათ შორის მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებულ ან აშკარად მის პირად საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტზე.

დაბრუნების ტრანსპორტირების ხარჯი

პროდუქტის დაბრუნებასთან დაკავშირებულ პირდაპირ ტრანსპორტირების ხარჯს იხდის მომხმარებელი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პროდუქტი არის ნაკლიანი, დაზიანებული, არასწორად გამოგზავნილი ან სხვაგვარად არ შეესაბამება შეკვეთას. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელმა მიღების შემდეგ გონივრულ ვადაში უნდა დაგვიკავშირდეს და, შესაძლებლობის შემთხვევაში, გამოგვიგზავნოს პრობლემის ამსახველი ფოტოები.

თანხის ანაზღაურება

დაბრუნების მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა და სტანდარტული მიწოდების ღირებულება ანაზღაურდება დაბრუნების შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 3-5 სამუშაო დღისა. თუ მომხმარებელმა სტანდარტულზე უფრო ძვირი მიწოდების მეთოდი აირჩია, დამატებითი სხვაობა არ ანაზღაურდება.

Brand Point-ს უფლება აქვს, თანხის დაბრუნება შეაჩეროს პროდუქტის მიღებამდე ან მომხმარებლის მიერ პროდუქტის გამოგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენამდე — იმის მიხედვით, რომელი უფრო ადრე მოხდება.

თანხა, როგორც წესი, დაბრუნდება გადახდის იმავე საშუალებით, რომელიც გამოყენებული იყო შეძენისას, თუ მომხმარებელი სხვა კანონიერ მეთოდზე არ დაგვეთანხმება. თანხის ანგარიშზე ასახვის დრო შეიძლება დამატებით იყოს დამოკიდებული ბანკის ან გადახდის პროვაიდერის დამუშავების ვადაზე.

ეს პოლიტიკა არ ზღუდავს მომხმარებლის უფლებებს, რომლებიც მას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით აქვს მინიჭებული.